პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოიძოინ ინფორმაცია ფუტკრის ყოფა-ცხოვრებისა და მისი სარგებლიანობის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: გაიგონ და აღწერონ სად ცხოვრობენ? როგორ ცხოვრობენ ფუტკრები? რა თვისებებით გამოირჩევა სხვა დანარჩენი მწერებისაგან? თაფლისა და ფუტკრის როლი სხვადასხვა სფეროში. განსხვავება სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ თაფლს შორის.
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი ( მშობლის აქტიურად ჩართვა)
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფუტკარზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ვაჩვენებ ვიდეო კლიპს. ვანაწილებ დავალებებს.
I ჯგუფს - მოიძიონ ფუტკრის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, წარმოადგინონ სლაიდის სახით.
II ჯგუფს -მოიძიონ ინფორმაცია ფუტკრის ცხოვრების შესახებ. აღინიშნოს მისი როლი სხვადასხვა სფეროში.
III ჯგუფს- მოძიონ ლიტერატურული ( მოთხრობა, იგავი, ლექსი.) მასალა ფუტკრის ცხოვრების შესახებ. გამოიყოს თვისებები და პარალელი გაევლოს ადამიანის ცხოვრების წესთან.
IV ჯგუფს- შეადგინონ თხზულება სადაც მთავარი გმირი ფუტკარია. ( ზეპირად)
მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურიდან (ი. გოგებაშვილის "საგანძური", "ბუნების კარი" ) , ინტერნეტიდან.
მოხდეს ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებების პრეზენტაცია. დისკუსიის გამართვა. მუსიკალური წუთი- შესვენება. ("ბასტი-ბუბუს" რეპერტუარიდან " ფუტკარი") წინასწარ გამზადებული ნახატის ესკიზის გაფერადება ( ხატვის რედაქტორში), საკლასო გამოფენისა და პრეზენტაციის მოწყობა. შეჯამება (შეგროვილი მასალების სლაიდის სახით წარმოდგენა)
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს გამოუმუშავდება კვლევა-ძიების უნარი, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დამოუკიდებლად მუშაობის ინტერესი, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთნამშრომლობას. გაეცნობიან მეფუტკრეობას როგორც მეცნიერებას და თაფლის მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სფეროში.
სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელების შედეგად თავი მოეყრება მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ საოცარი მწერის შესახებ. გაეცნობიან თაფლის სარგებლიანობას, მეფუტკრის საქმიანობას.
სამუშაო ენა: ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლიდან:-------------
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნების მეტყველება; ქართული ენა- ლიტერატურა; გამოყენებითი და სახვითი ხელოვნება; მუსიკა. ისტ-ი.
პროექტის ფასილიტატორი: ნ. ცინცაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ntsintsadze16@gmail.com
პროექტის ფორუმი: საცდელი ფორუმი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.bunebissaocreba.blogspot.com